16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.0087 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6532 ლარი გახდა.
ლარი გამყარდა რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. ცვლილებამ 0.0618 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც რუსული 100 რუბლი 3.551 ლარი გახდა.
ნინოწმინდის ბანკებში უცხოური ვალუტის კურსები განსხვავდება.
„თიბისი“ ბანკში 1000 რუბლი 35 ლარი ღირს. 1 აშშ დოლარი – 2.6770 ლარი, ევრო კი 2.8670 ლარი.
„ლიბერთი“ ბანკში 1 ამერიკული დოლარის ფასი 2.6850 ლარია, ევროს ფასი კი 2.9020 ლარი.
ნინოწმინდის მიკროსაფინანსო კომპანიისგან (ლომბარდიდან) შევიტყვეთ, რომ დღეის მდგომარეობით 1000 რუბლი 35,50 ლარი ღირს, რაც წინა თვესთან შედარებით 1 ლარით ნაკლებია. სომხური დრამი ემთხვევა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რაც 6.70 ლარი.
ნინოწმინდის „კრედო“ ბანკის მონაცემებით, დოლარი ღირს 2.6500 ლარი, ევრო კი 2.8435 ლარია.
ნინოწმინდის ბირჟის თანამშრომლების თქმით, 1000 რუბლი 34,20 ლარი ღირს. სომხური დრამი კი 6.50 ლარი.