15 თებერვალს ნინოწმინდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამაგიდო თამაშების (შაშკი (დამკა), ნარდი, დომინო) ტურნირი გაიმართა.
ტურნირს ნინოწმინდის საკრებულო მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილებასთან თანამშრომლობით მართავს.
რადიო NOR-თან საუბარში მერიის სპორტისა და ახალგაზრდების საქმის განყოფილების უფროსმა გრიგორ თოპუზიანმა თქვა, რომ ეს საკრებულოს ინიციატივაა, თუმცა განყოფილება ყოველთვის მხარს უჭერს. “უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან საინტერესოა. ყველა თემიდან შეიკრიბა ხალხი. გამარჯვებულები კი სიგელებით, მედალებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.”
61 წლის მელსიკ კარაპეტიანის სიტყვებით, კარგი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა მას არ ჰყოლია შესაბამისი მეტოქე. “ბავშვობიდან ვთამაშობ დამკას.” – ამბობს იგი.
დეტალები ჩვენს აუდიო-მასალაში.
დამკა
ნარდი
დომინო (წყვილებში)