ძლიერი ქარის შედეგები ნინოწმინდაში

ძლიერი ქარის შედეგები ნინოწმინდაში

5 მარტის საღამოს, ძლიერმა ქარმა სოფელ კათნატუს მაცხოვრებლის არა ხაჩატრიანის სათავსოსა და სარდაფის სახურავი დააზიანა.

მეპატრონის თქმით ყველაფერი რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხდა. ძლიერი ქარი იყო, ხმაური გაიგეს, გარეთ გავიდნენ და სახურავი ჩამოგდებული დახვდათ.

როგორც დაზარალებული ოჯახისგან გავიგეთ, მათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს დახმარებისთვის, სადაც უპასუხეს, რომ განიხილავენ განაცხადს. როგორც ხაჩატრიანებმა დაამატეს, ზარალი 4000 ლარამდე შეადგენს.

ნინოწმინდის მერიაში ამბობენ, რომ ამ განაცხადის გარდა, სხვა მოქალაქეებისგან ჯერ-ჯერობით არაფერი შემოსულა.

იმის შესახებ, დააზარალა თუ არა ქარმა სხვა სოფლები და დაეხმარებიან თუ არა მათ, რადიო NOR-ი შემდგომ მასალებში გაცნობებთ.