ნაგავი ნინოწმინდის ქუჩებში: როგორ უგულებელყოფს მოსახლეობა ეკოლოგიურ საფრთხეს

ნაგავი ნინოწმინდის ქუჩებში: როგორ უგულებელყოფს მოსახლეობა ეკოლოგიურ საფრთხეს

ქალაქ ნინოწმინდის ქუჩებში ნაგვის პრობლემა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მწვავე გახდა. ქალაქში თოვლი დადნა, რის შემდეგაც ქუჩებში დაგროვილი ნაგავი გამოჩნდა, რომელიც დიდი ხანია თოვლის ქვეშ იმალებოდა. ნაგვის კონტეინერების არსებობის მიუხედავად, ბევრი მაცხოვრებელი აგრძელებს ნაგვის ქუჩებში გადაყრას, რაც აბინძურებს გარემოს და ქალაქის იერსახეს აფუჭებს.

ჭავჭავაძის ქუჩის გადასახვევზე, საზოგადოებრივ ტუალეტთან, ასეთი სურათი ჩანს – მიმოფანტული ნარჩენები, როგორიცაა პლასტმასის პარკები, პლასტმასის და მინის ბოთლები, ქილები, სიგარეტის კოლოფები და მრავალი სხვა. ქალაქის მაცხოვრებლებო კი არც გარემოზე ზრუნავენ და არც საკუთარ ქალაქზე.

ასევე შესამჩნევია, რომ იქ მდებარე საზოგადოებრივი ტუალეტის ფანჯარა დიდი ხანია ჩამტვრეულია.

ქუჩაში მიმოფანტული ნაგავი არა მხოლოდ უსიამოვნო სანახაობაა, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სერიოზული პრობლემაა. ნაგავსაყრელები ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების წყაროა და ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებისა და ინფექციების გავრცელება.

თუ ქალაქის მაცხოვრებლები გააგრძელებენ ამ პრობლემის იგნორირებას, ისინი საფრთხეს შეუქმნიან არა მხოლოდ მათ ჯანმრთელობას, არამედ რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. აღსანიშნავია, რომ ნაგვის გადაყრისთვის საქართველოში ჯარიმებია დაწესებული, თუმცა, იმის მონიტორინგი, თუ ვინ და სად ყრის ნაგავს, შეუძლებელია 24 საათის განმავლობაში.

ჯარიმები ნაგვის დაყრისთვის

  • ქუჩაში 2 კგ-მდე ნარჩენის დაყრა – 80 ლარი, ხოლო შენობის ფანჯრიდან – 100 ლარი;
  • 2 კგ-ზე მეტი ნარჩენის ქუჩაში გადაყრა – 150 ლარი, ხოლო ფანჯრიდან – 500 ლარი;
  • ხუთი და მეტი საბურავის დაყრისთვის – 500 ლარი;
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 400 ლარია, იურიდიული პირებისთვის კი 1 ათასი ლარი.