თავისუფლების ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თავისუფლების ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ნინოწმინდაში აქტიურად იწყება ასფალტირების სამუშაოები. ამჟამად თავისუფლების #54 და #56 კორპუსების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე გრუნტის დამუშავება მიმდინარეობს.

2022 წლის აგვისტოში მუნიციპალიტეტმა რეგიონალური განვითარების ფონდის მხრიდან 2 175 400 ლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება მიიღო, რომელიც ქალაქში არსებული ქუჩების მოასფალტებისთვის გამოიყო. სამუშაოები გასული წლიდან ხორციელდება. პროექტის მიხედვით, 10 ლოკაციაზე დაიგება ასფალტი. ესენია: ნინოშვილის, დუმბაძის, კაპუტიკიანის, ჯაფარიძის, ვანის, მეგობრობის, დერჟინსკის ქუჩები, თავისუფლების #54 და #56, ჰოვსეფიანის #18 კორპუსების ეზოები, პუშკინისა და ჰოვსეფიანის შესახვევები, სოფელ ორლოვკის გზა.

სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “ჯავახავტოგზა”, რომელიც წლებია, რაც მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის მხრივ მუშაობს.

კორპუსების მაცხოვრებლები მოხარულები არიან, რომ ასფალტზე ივლიან, თუმცა ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ასფალტთან ერთად, მანქანების რაოდენობაც გაიზრდება, რაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვებს, რომლებიც ეზოში ითამაშებენ. მათი აზრით საჭიროა კორპუსებთან საბავშვო მოედნების მოწყობა, სადაც ბავშვები დროის გატარებას შეძლებენ.

დეტალები აუდიო ჩანაწერში.

Radio NOR · ნინოწმინდაში გზების მოასფალტების სამუშაოები დაიწყო