ნინოწმინდაში დაზიანებული წყალსადენის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

ნინოწმინდაში დაზიანებული წყალსადენის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლებისა და ერზრუმის ქუჩების გადაკვეთაზე წყლის მილები მწყობრიდან გამოვიდა. კვირაზე მეტია წყალი გზის ზედაპირზე მოედინება.

დღეს, 21 მარტს, მილების რემონტი ჩატარდა.

თანამშრომლების თქმით, წყლის მილი გასკდა, საჭიროა ასფალტის ფენის მოხსნა, რის შემდეგაც წყალსადენის შეკეთება მოხდება.