ნინოწმინდის საქალაქო დასუფთავების სამსახურმა, ჭავჭავაძის ქუჩა ნაგვისგან ნაწილობრივ გაასუფთავა. რადიო NOR-მა 20 მარტს, გამოაქვეყნა, რომ ქუჩის ნაწილი დაბინძურებული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩის ნაწილი დაასუფთავეს, ზოგიერთი ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია, რის გამოც ყველა ლოკაციაზე ხელი ვერ უწვდებათ.
გარდა ამისა, ქალაქის ბევრ ქუჩაზე კვლავ შეგიძლიათ ნახოთ მიმოფანტული ნაგავი, რომელსაც ხალხი ყველგან აგდებს. ეს ქმნის არა მხოლოდ უსიამოვნო გარემოს, არამედ საფრთხეს უქმნის ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სამწუხაროდ, სამსახური ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება, ამიტომ მოსახლეობას სთხოვს, არ დაყარონ ნაგავი ქუჩებში და გაუფრთხილდნენ ქალაქს.
“ჩვენ ყოველთვის ვერ შევძლებთ დროულად დასუფთავებას, რადგან ბევრ ლოკაციაზე ვმუშაობთ, ამიტომ მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობის გრძნობა და არ დააბინძუროს გარემო.” – ამბობენ სამსახურში.