ნინოწმინდაში უკვე რამდენიმე დღეა, ადგილობრივ საავადმყოფოსთან კანალიზაციის გადაკეტვის პრობლემაა, რის გამოც საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი დატბორილია. როგორც ცნობილი გახდა, საკანალიზაციო სისტემაზე პასუხისმგებელი კომპანია ამჟამად სხვა ლოკაციებზე მუშაობს.
დატბორილი ტერიტორიიდან წყალი გზაზე იწყებს გამოსვლას და სხვა საკანალიზაციო ჭაში ჩაედინება. თუმცა, კანალიზაციის წყლის სუნი სულ უფრო უსიამოვნო ხდება და დისკომფორტს უქმნის სხვებს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ნინოწმინდაში წყლისა და კანალიზაციის მილები ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც ხშირად ზიანდება. თუმცა, მომავალ წელს კომპანია დაიწყებს პროექტს, რომელიც წყლის მილებს მთელი ქალაქის მასშტაბით შეცვლის.