ნინოწმინდაში 49 მოსწავლეს ლეპტოპი გადაეცა

ნინოწმინდაში 49 მოსწავლეს ლეპტოპი გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების მოსწავლეებს ფრიადი სწავლისთვის ლეპტოპები გადასცა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 49 მოსწავლემ მიიღო ლეპტოპი.

ლეპტოპები გადაეცემა მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც მე-7-დან მე-9 კლასამდე ფრიადად სწავლობდა. პროგრამის მიზანია – მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და მათი ცოდნის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

პროგრამას “ჩემი პირველი კომპიუტერი” განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2009 წლიდან ახორციელებს.

წარმოგიდგენთ იმ სკოლათა სიას, რომლების მოსწავლეებმაც ლეპტოპები მიიღეს:

ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის 7-მა მოსწავლემ, #3 სკოლის 5-მა მოსწავლემ, სოფელ განძანის #2 სკოლის 6-მა მოსწავლემ, დიდი არაქალიდან 2 მოსწავლემ, 2 მოსწავლემ პატარა არაქალიდან, დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის 4-მა, ეშტიის #2 სკოლის 5-მა, ეშტიის #1 სკოლის 3-მა მოსწავლემ, სოფელ სათხედან 2-მა მოსწავლემ, გორელოვკის #2 სკოლის 3-მა, ჟდანოვის 1-მა, ფოკის 2-მა, დილითის 1-მა, ორლოვკის 5-მა და სოფელ სპასოვკის #1 სკოლის 1-მა მოსწავლემ.

ანა ბდოიანი – ნინოწმინდის #1 სკოლიდან ერთ-ერთია, ვინც ლეპტოპი მიიღო. ის აღნიშნავს, რომ სამინისტროს მხრიდან ეს დიდი მოტივაციაა მოსწავლეებისთვის. ისინი შეეცდებიან უფრო კარგად სწავლასა და ბევრის მიღწევას. “განათლება ჩვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს ნიშნავს, ამიტომ მხოლოდ კარგი ნიშნებისთვის არ შეიძლება სწავლა,” – ამბობს ანა.

მარინე ღაზარიანი თვლის, რომ განათლება ცხოვრებაში კარგ ადამიანად გაქცევს. მარინე ქალაქ ნინოწმინდის 1-ლი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა და პროფესია უკვე გადაწყვეტილი აქვს. მას სურს ისწავლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფარმაცევტად.

დეტალურად ჩვენს აუდიო მასალაში.

Radio NOR · «Мой первый компьютер» “Нельзя учиться только ради оценок” – ученики