ნინოწმინდაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა განვითარების ცენტრი იხსნება

ნინოწმინდაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა განვითარების ცენტრი იხსნება

ფოტო არქივიდან

2023 წლის 2 აპრილის 13:00 საათიდან მშობლებს, რომლებმაც შენიშნეს ბავშვებში კოგნიტური უნარების დაქვეითების პრობლემა, შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ ბავშვთა განვითარების ცენტრ “ნაბიჯებს” ნინოწმინდაშიც.

სოციალური საწარმო “ნაბიჯები” შექმნილია ევროკავშირისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით და წარმოადგენს აუტიზმის სპექტრისა და სხვა დიაგნოზის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრს.

ნინოწმინდაში “ნაბიჯების” ფილიალი მამა არმაშის მხარდაჭერით რაფაელ-ჯავახის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში იმოქმედებს. მშობლები შეძლებენ კონსულტაციის გავლას. ასევე იქნება გაკვეთილები ფსიქოლოგსა და ლოგოპედთან, რომლებიც ბავშვს განვითრებაში.

ახალქალაქში ეს ცენტრი უკვე ერთი წელია, რაც მოქმედებს. ცენტრის დამფუძნებლებმა, სვეტამ და გიორგიმ, მისი გახსნა მაშინ გადაწყვიტეს, როდესაც მათ 2 წლის შვილს აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ისინი ახლა საკუთარი შვილის გარდა, სხვა ბავშვებსაც ეხმარებიან გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით.

ახლა კი ბავშვების სპეციალისტებთან წაყვანა შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ ახალქალაქში, არამედ ნინოწმინდაშიც. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ცენტრის დამფუძნებელს, სვეტა სეროპიანს ტელეფონის ნომერზე (+995) 574 20 97 44 ან ელექტრონულ ფოსტაზე seropiansveta@gmail.com.

Radio NOR · ნინოწმინდაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა განვითარების ცენტრი იხსნება