გადარჩება თუ არა ბუჩქები და ხეები ნინოწმინდის პარკებში?

გადარჩება თუ არა ბუჩქები და ხეები ნინოწმინდის პარკებში?

გასული წლის ნოემბერში ნინოწმინდის პარკში ახალი ბუჩქები და ხეები დაირგო ამ ტერიტორიის გასალამაზებლად და მისი ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად. თუმცა, ზოგიერთი მაცხოვრებელი ფიქრობს, რომ ყველა მცენარემ შეიძლება კარგად არ გაიხაროს.

ჩვენ დავუკავშირდით პარკებისთვის დეკორატიული მცენარეების გამყიდველ კომპანიას, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს უპასუხა. „მწვანე ბაღის“ თანამშრომლების თქმით, ახალი ბუჩქებისა და ხეების ადაპტაცირებისას წარუმატებლობა ნორმალური მოვლენაა ახალი გამწვანებული ტერიტორიის შექმნის პროცესში. ასეთი სიტუაციები საკმაოდ ხშირად ხდება და შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა ტენიანობის ნაკლებობა, ნიადაგის შეუფერებელი პირობები, ყინვა ან არასწორი დარგვა.

„თუ მცენარეებს სწორად დარგავთ, ანუ სწორ დროს იმ მიწასთან ერთად, რომელშიც იზრდებოდა ნერგი მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ მცენარე ჯანმრთელად გაიზარდოს“. – ამბობენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ დენდროლოგიაზე, ანუ ნინოწმინდის პარკების ნარგავებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, კერძოდ, 1 132 780 ლარი. სამუშაოებს საბა კონსტრაქშენი ახორციელებს. მონიტორინგის დროს ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია 2 წლის განმავლობაში გამოასწოროს ისინი.