23 ათასი ლარი ნინოწმინდაში სადროშე ბოძის მოწყობა-მონტაჟისთვის

23 ათასი ლარი ნინოწმინდაში სადროშე ბოძის მოწყობა-მონტაჟისთვის

ქალაქ ნინოწმინდაში 20 მეტრის სიმაღლის სადროშე ბოძი დამონტაჟდება დროშასთან ერთად. ის გახდება ქალაქის ახალი სიმბოლო.

პროექტი ითვალისწინებს მოედნის მშენებლობას და დროშის დასაყენებლად 20 მეტრიანი გალვანზირებული ბოძის დამონტაჟებას.

ინსტალაცია აღჭურვილი იქნება საავიაციო ნავიგაციის სასიგნალო განათებით. დროშის ზომა იქნება 4X6 მეტრი.

როგორც მერიაში აცხადებენ, ბოძი და დროშა ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე, ხოჯაბეკის ნაწილში, დამონტაჟდება.

ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 000 ლარია გათვალისწინებული. ტენდერზე წინადადებების მიღება 10 აპრილს დასრულდება.