პუშკინის ქუჩაზე წყლის მილის პრობლემა კვირების მანძილზე არ მოგვარებულა

პუშკინის ქუჩაზე წყლის მილის პრობლემა კვირების მანძილზე არ მოგვარებულა

რამდენიმე კვირაა, რაც პუშკინის ქუჩაზე წყლის მილის გაუმართაობის გამო წყალი ჟონავს. რადიო NOR-მა უკვე რამდენჯერმე გააშუქა ეს საკითხი.

ქუჩის მაცხოვრებლებმა, რომლებიც წყლის ამ ხაზით სარგებლობენ, გვითხრეს, რომ წყალმომარაგების კომპანიას ვერ უკავშირდებიან, რის გამოც რადიო NOR-ის ჟურნალისტები კომპანიის დირექტორს, არზუნ გოროიანს დაუკავშირდნენ.

კითხვაზე, როდის შეკეთდება ქუჩის ამ ნაწილში მილები, უპასუხა, რომ მუშაობენ გრაფიკით და პრიორიტეტები აქვთ განსაზღვრული. იქიდან გამომდინარე, რომ პუშკინის ქუჩაზე ვითარება არც თუ ისე კრიტიკულია, იქ მუშაობის დაწყებას არ ჩქარობენ. თუმცა, გოროიანის თქმით, ხვალიდან კომპანიის თანამშრომლებმა მითითებულ ქუჩაზე უნდა დაიწყონ მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ნინოწმინდაში ბევრი წყლის მილი ექვემდებარება შეცვლას. ისინი ძველია და არ ფუნქციონირებენ ისე, როგორც საჭიროა. ახლა წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები ქალაქის იმ ადგილებში მუშაობენ, სადაც მილებიდან წყალი ჟონავს. მანამდე, NOR რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში, არზუნ გოროიანმა თქვა, რომ 2024 წელს მთელ ქალაქში წყლის მილების შეცვლის მასშტაბური პროექტი დაიწყება.