
6 აპრილს ქალაქ ნინოწმინდაში კულტურის ცენტრის მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა ჩატარდა, რომლის ორგანიზატორიც შპს “ASP Group”-ია.
გამოფენაზე იყვნენ როგორც ქალაქ ნინოწმინდისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კომპანია “ASP Group”-ის თანამშრომლებმა წარადგინეს ტრაქტორები, კულტივატორები, შემასხურებლები, გუთანი, გააცნეს ტექნიკური მახასიათებლები და აცნობეს, თუ რა სპეცტექნიკა აქვს კომპანიას.
მერაბ გიორგობიანის, “ASP Group”-ის იმპორტის მენეჯერის სიტყვებით, კომპანია უკვე 20 წელია, რაც სპეცტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების იმპორტს ახორციელებს. არსებობს პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს და შეიძინოს ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად. ამჟამად არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსების პროექტი, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
როგორც მან დაამატა, მათი მიზანია – მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიცემა და ფერმერების საჭროებების გამოვლენა.