ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა უცხოურებთან მიმართებით გამყარებას აგრძელებს.
დღეს, 12 აპრილს, ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობასთან გამოკითხვა ჩავატარეთ იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ისინი ლარის გამყარებასა და დოლარისა და რუბლის გაუფასურებასთან დაკავშირებით. ვკითხეთ მათ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე.
ერთ-ერთი გამოკითხულის აზრით, ლარის გამყარება ჩვენთვის კარგია, მაგრამ საზღვარგარეთ სამსახურიდან დაბრუნებულს რუსული რუბლი მოაქვს, რაც დღეს ძალიან დაბალია, 30 ლარი 1000 რუბლია, ამ შემთხვევაში მათი მუშაობა ნულის ტოლია.
„ლარი გამყარდა და საქონელზე ფასებიც შემცირდა გარკვეულწილად, მაინც მომგებიანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ლარს იღებს. ხოლო იმ ხალხს, ვინც ევროპაში ან რუსეთში მუშაობს, არაფერი რჩება მიღებული ფულის გაცვლის შემთხვევაში, დოლარი ან ევრო ცოტათი მაღალია და რუბლს საერთოდ არ აქვს ღირებულება“, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
დეტალები აუდიო გამოკითხვაში.