პურის და ფქვილის ფასები ნინოწმინდაში: რა შეიცვალა?

პურის და ფქვილის ფასები ნინოწმინდაში: რა შეიცვალა?

ბოლო დღეებში ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობა საუბრობს იმაზე, რომ ფქვილი და პური გაიაფდა. რადიო NOR-ის ჟურნალისტი საცხობს ეწვია, ინფორმაციის ადგილზე გადასამოწმებლად და სურსათის ბაზარზე არსებული ცვლილებებების შესახებ გასაგებად.

პირველი კლასის ფქვილის ფასი 58-დან 65 ლარამდე მერყეობს.

პურის საცხობების თანამშრომლების თქმით, ფქვილის ფასი ჯერ არ შემცირებულა, თუმცა, შესაძლოა, სამომავლოდ მნიშვნელოვანი კლება მოხდეს. თუმცა, მათივე თქმით, შეიცვალა პურის ფასი და წონა.

ერთ-ერთ საცხობში შავი პურის ფასი 1 ლარიდან 80 თეთრამდე დაიწია. რაც შეეხება პურის სხვა სახეობებს, მათი ფასი იგივეა, თუმცა წონა გაიზარდა.

თონეში, სადაც შოთის პური ცხვება, ფასი იგივე დარჩა, მაგრამ პურის წონა 550 გრამამდე გაიზარდა.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქ ნინოწმინდაში პურსა და ფქვილზე ფასები ნამდვილად შეიცვალა. თუმცა ცვლილებები უფრო პურის წონას ეხება, ვიდრე ფასს.

ფქვილზე ფასი ამ დრომდე არ შეცვლილა, თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია მნიშვნელოვანი კლება.