ნინოწმინდაში ძეგლის „1915 წლის სომეხთა გენოციდის“ შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ძეგლი „1915 წლის სომეხთა გენოციდი“ ნინოწმინდაში 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად 2014 წელს დაიდგა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე არა კარსლიანი. ყოველწლიურად 24 აპრილს ძეგლს ადგილობრივები სტუმრობენ.
კულტურის ცენტრის ეზოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სადაც ძეგლი მდებარეობს, ღობე დროებით მოიხსნა. ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია და ახლა კულტურის ცენტრის თანამშრომლები ღობეს აღადგენენ.
ნინოწმინდაში ყოველწლიურად 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. 23 აპრილის საღამოს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომხები გამოდიან ტრადიციულ ჩირაღდნის მსვლელობაზე, სომხების გენოციდის აღიარების მოთხოვნით. ღონისძიებები იმართება სკოლებში, მუსიკალურ სკოლებში, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრებში.
23 აპრილს კულტურის ცენტრში გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. ამავე დღეს 13:00 საათზე თემატური ღონისძიება ჩატარდება, სადაც ნაჩვენები იქნება ხანმოკლე წარმოდგენა, მონაწილეები შეასრულებენ ცეკვებსა და სიმღერებს ამ დღესათან დაკავშირებით. ხოლო 24 აპრილს ნინოწმინდის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში წირვა ჩატარდება, რის შემდეგაც გენოციდის მსხვერპლთა ხსნოვის პატივსაცემად მოსახლეობა შეძლებს ძეგლთან ყვავილების მიტანას.