საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლიდან დაიწყო.
სისტემური რეგისტრაციის პროცესი სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
2022 წელს ამ პროგრამით ისარგებლეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯიგრაშენის სასოფლო თემის მცხოვრებლებმაც. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დანარჩენი სასოფლო თემები ამ პროგრამით სარგებლობას 2023 და 2024 წლებში შეძლებენ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამით სახლებისა და საყოფაცხოვრებო ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები დასრულდა.
2023 წელს ნინოწმიდსკის მუნიციპალიტეტში მიწის აზომვითი და რეგისტრაციის პროცესი სათხას სოფლის თემში აპრილში დაიწყება. 2024 წელს კი რეგისტრაცია გაგრძელდება როგორც ქალაქ ნინოწმინდაში, ასევე სოფლის სხვა თემებში.
როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოდან გვაცნობეს, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საველე და საკადასტრო დაგეგმარების/აზომვითი სამუშაოების შედეგად, გაიზომა 2162 მიწის ნაკვეთი (ფართობი: 480,59 ჰა); ხოლო 2023 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით – 183 მიწის ნაკვეთი (ფართობი: 43,39 ჰა).
აღსანიშნავია, რომ თუ მესაკუთრე მიწის ნაკვეთს გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში დაარეგისტრირებს, მაშინ მთელი პროცედურა (აერო გადაღება, დოკუმენტების მოძიება, რეგისტრაცია და ა.შ.) უფასო იქნება. თუ ადამიანს სურს მიწის დარეგისტრირება გრაფიკის მიღმა, მაშინ პროცედურა ფასიანია.
ზოგადად, სოფელ ჯიგრაშენის მაცხოვრებლების თქმით, სოფელში მხოლოდ სახლებისა და ბოსტნების აზომვებია ჩატარებული, სამკვიდრო ტერიტორიები ჯერ არ არის გაზომილი. სოფელ ჯიგრაშენში მიწის რეგისტრაციის პროცესის შესახებ დაწვრილებით თავად მაცხოვრებლებისაგან გავიგეთ.