ქალაქ ნინოწმინდაში, აბოვიანის ქუჩაზე დაზიანებული წყლის მილის შეკეთების სამუშაოები დაწყებულია.
აბოვიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი გასკდა
დღეს, 21 აპრილს, რადიო ნორის ჟურნალისტები აღნიშნულ ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: ამოთხრილი მიწა, გამოჟონილი წყლის შემდეგ ნახევრად შემშრალი ნიადაგი, შემოღობილი წლით გავსებული ორმო. იმის გასარკვევად, თუ რა სამუშაოები იყო ჩატარებული და რატომ არ არის ორმო მიწით დაფარული, ჩვენ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, არზუნ გოროიანს დავუკავშრდით.
როგორც გოროიანმა გვითხრა, ახლა წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლები სოფელ განძასა და ფოკაში იმყოფებიან, სადაც სასწრაფოდ გამოიძახეს. “აბოვიანზე უმნიშვნელო შეერთების სამუშაოებია დარჩენილი. სოფლებში სასწრაფოდ გამოგვიძახეს, რის გამოც აბოვიანზე სამუშაოები ნახევრად ჩატარდა. როდესაც სოფლებში მოვაგვარებთ პრობლემას, აბოვიანზე გადმოვალთ და დარჩენილ სამუშაოებსაც დავასრულებთ,” – თქვა გოროიანმა.
აღსანიშნავია, რომ მილების გამოცვლაზე მუშაობა მომავალი წლიდან დაიწყება. გარდა ამისა, წყალმომარაგების სამსახური აპირებს ქუჩების იმ ნაწილების რემონტს, სადაც მილების შეკეთების მიზნით ასფალტის ფენა მოიხსნა.