ბოლო წლებში ევროპა მრავალი ნინოწმინდელი სპორტსმენისთვის გახდა მოედანი, სადაც ისინი წარმატებებს აღწევენ. გამონაკლისი არ არის ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ოთარ ერანოსიანი, დამწყები მოკრივეები ჰაკობ ხაჩატრიანი, ალბერტი და ნარეკ პოდოსიანი, ისევე როგორც მათი მწვრთნელი სერგეი ტონაკანიანი. მათთან საუბარში ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან სპორტსმენები, როცა მათ უცხოეთში ასპარეზობა სურთ.
ოთარ ერანოსიანი ევროპის სამოყვარულო კრივის ჩემპიონატზე ორჯერ გახდა ვერცხლის მედალოსანი, პირველად 2014 წელს, შემდეგ კი 2015-ში. სპორტსმენმა 2017 წლის AIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე მსუბუქ წონაში ბრინჯაოს მედალი მიიღო. მან ასევე იასპარეზა 2019 წლის ევროპულ თამაშებზე მსუბუქ წონით კატეგორიაში, სადაც გადამწყვეტ ეტაპზე გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა. მან ევროპის ბევრ ქვეყანაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა.
ოთარი 2019 წელს ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ახლა იქ აგრძელებს კარიერას. მისი მიზანია მსოფლიო ჩემპიონი გახდეს და სამშობლოს ღირსება დაიცვას.
დამწყები სპორტსმენები ხშირად გამოთქვამენ სურვილს ევროპის ქვეყნებში ვარჯიშსა და შეჯიბრზე გასვლაზე. საკუთარ მომავალს იმაში ხედავენ, რომ თუ საზღვარგარეთ წარმატებას მიაღწევენ, სამშობლოში დაბრუნდებიან და კლუბებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გახსნიან, რათა პროფესიონალურ დონეზე სხვებსაც გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. თუმცა, რეალობა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის არც ისე მარტივია. არსებული შესაძლებლობები არ არის საკმარისი და მათ უწევთ მრავალი დაბრკოლების გავლა მიზნების მისაღწევად.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სათანადოდ აღჭურვილი სპორტული დარბაზების არარსებობა წარმოადგენს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია სოფლებში, სადაც სპორტულ დარბაზებში არ არის გაყვანილი გათბობის სისტემა, ან სპორტულ კლუბებში გაერთიანება ფასიანია, რადგან კერძო ბიზნესადაა ქცეული. იმ დროს, როდესაც ბევრს აქვს ვარჯიშის სურვილი, მაგრამ არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა ამისათვის.
კიკბოქსინგის გამორჩეული მწვრთნელი სერგეი ტონაკანიანი მრავალი წელია ამ საქმეს მრავალი წელია აკეთებს. მან ბევრი ნიჭიერი სპორტსმენის აღზრდაც მოახერხა. მისი მოსწავლეები მრავალ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ და არაერთხელ დაბრუნებულან გამარჯვებულები. თუმცა ასეთ სიმაღლეებზე ასასვლელად საჭიროა არა მარტო ნიჭი და შეუპოვრობა, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა.
ნინოწმინდელი სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ფინანსური სირთულეებია. როგორც ტონაკანიანი აღნიშნავს, სპორტსმენების მშობლებს მგზავრობისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის ხარჯების ძირითადი დატვირთვა მშობლებზე მოდის, თუმცა ფინანსურ დახმარებას მათ ადგილობრივი ხელისუფლება და სოფლის შეძლებული ადამიანებიც უწევენ.
“სპორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და ყველა ქვეყნის კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში, აერთიანებს ადამიანებს და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, გუნდურ მუშაობას და პიროვნულ ზრდას. იმედი მაქვს, რომ მომავალში სპორტსმენები უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებენ მთავრობისა და სხვა ორგანიზაციებისგან, რათა უფრო წარმატებულად გამოვიდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში,” – ამბობს ტონაკანიანი.
როგორც ნინოწმინდის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურში ამბობენ, “ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება მხოლოდ იმ სპორტსმენების სატრანსპორტო ხარჯები, რომლებიც მერიასთან არსებული სპორტსკოლის მოსწავლეები ან ტრენერები არიან.” ხოლო საზღვარგარეთ გასასვლელად საქართველოს სპორტის ფედერაცია აფინანსებს ყველა სპორტსმენს.