ქუჩაში ნარჩენების დაყრიდან ქაღალდის გადამუშავებამდე – რა ხდება ნინოწმინდაში?

ქუჩაში ნარჩენების დაყრიდან ქაღალდის გადამუშავებამდე – რა ხდება ნინოწმინდაში?

ნინოწმინდაში 2023 წლის მეორე ნახევარში მუნიციპალურ დაწესებულებებში ნარჩენების დახარისხების სისტემა ამოქმედდება.

თავდაპირველად დაწესებულებებში მხოლოდ ქაღალდს შეაგროვებენ, 2024 წლიდან კი ყველა ტიპის ნარჩენის სეპარირება ცალკე მოხდება.

ხუთწლიანი პროექტი, ითვალისწინებს ნაგვის ურნების და სანაგვე მანქანების დანერგვას, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სახის ნარჩენების დახარისხებას.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის საიათ მკოიანის თქმით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში უკვე შემუშავებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დამუშავების პროექტი.

პროექტის მიხედვით, 2023 წლიდან 2027 წლამდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნარჩენების დახარისხების სისტემა დაინერგება. ხალხს მოეთხოვება ნაგვის დახარისხება და ცალკე კონტეინერებში გადაყრა. ნაგვის ურნები დაწესებულებებში უნდა დამონტაჟდეს სპეციალურად დასამუშავებელი ქაღალდებისთვის.

ორგანიზაციებს გადაეცემათ სპეციალური ნაგვის ურნები, სადაც შეეძლებათ ქაღალდის ცალკე შეგროვება. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტი თავდაპირველად დაახლოებით 200 000 ლარს დახარჯავს ნაგვის სეპარაციის ურნების შესაძენად. ეს ჯერ-ჯერობით პროექტია. სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში იქნება გარკვეული ცვლილებები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება თანხის ზუსტად განაწილება.

როგორც მკოიანმა აღნიშნა, პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტი გახდეს უფრო სუფთა და ეკოლოგიურად უსაფრთხო. ყველა გეგმა სათითაოდ უნდა განხორციელდეს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი მიყვება მდგრადი განვითარების გზას და ზრუნავს ქალაქის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე და გარემოზე მომავალზე.

როგორც მკოიანმა გვიამბო, 2017-2022 წლებში მუნიციპალიტეტში გარემოს დაბინძურების საკითხის გასაუმჯობესებლად გარკვეული სამუშაოები ჩატარდა. როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც ნაგვის კონტეინერები იყო დადგმუოი, საქალაქო სამსახურს კი გრაფიკის მიხედვით ნარჩენები გააქვს. “შევიძინეთ სანაგვე მანქანები და ვგეგმავთ დამატებით კონტეინერების შეძენასაც” – თქვა მკოიანმა.

დასაწყისისთვის მუნიციპალიტეტი მაკულატურის დახარისხებას დაიწყებს მხოლოდ საჯარო დაწესებულებებში. დროის განმავლობაში ნუსხა გაფართოვდება და მთლიან მუნიციპალიტეტს გასწვდება. ის ქაღალდი, რომელსაც მოსახლეობა ყრიდა ან წვავდა, ახლა გადასამუშავებლად გავა. მალე მუნიციპალიტეტი კომპანიასთან, რომელიც ქაღალდის გადამუშავებას აწარმოებს, ხელშეკრულებას გააფორმებს.

საქართველო დემოკრატიის გზაზე მდგომი განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც გარემოსდაცვით სხვადასხვა კონვენციას უერთდება.

Radio NOR · От отходов на улицах до переработки бумаги в Ниноцминде

აღასი ზალალიანმა, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის (SEREC) არასამთავრობო ორგანიზაციის ნინოწმინდის კოორდინატორმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის ნარჩენების მართვის სისტემის განვითარება. თუმცა, მიუხედავად ყველა მცდელობისა, ბუნების დაბინძურება აქტუალური რჩება. ზიანი, რომელსაც ნარჩენები აყენებს ბუნებას, დიდია.

მაგალითად, ქაღალდის სრული დაშლის პერიოდია ორიდან სამ წლამდე, ქილა შეიძლება ნიადაგში დარჩეს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ხოლო პლასტმასის ნაწარმი დაახლოებით 100 წელი. “მისასალმებელია, რომ მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა დაიწყოს ქაღალდის შეგროვება, რათა არ გადაყაროს იგი. მაკულატურა შეიძლება გადამუშავდეს და გამოიყენოს მუყაოს ან კონტეინერების დასამზადებლად,” – ამბობს ზალალიანი.

გარდა ამისა, ზალალიანმა აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა შეიძლება გახდეს მაგალითი ახალგაზრდებისთვის და მთლიანად მოსახლეობისთვის, რათა მათ გააცნობიერონ ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობა და დაიწყონ ნაგვის გადაყრა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეიქმნას კულტურა, სადაც ადამიანები გააცნობიერებენ ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას და ისწავლიან ნარჩენების სწორად მართვას. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ გარემოს სისუფთავის შენარჩუნებას, არამედ გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დაბინძურების პრობლემა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული და არ შეიძლება ნაგავი ყველგან გადავყაროთ და დავტოვოთ ქუჩებსა და მინდვრებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები ცხოველებზე, ფრინველებზე და მთლიანად ჩვენს ეკოსისტემაზე.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე 2 მილიარდ ტონაზე მეტი მყარი ნარჩენი იწარმოება. 2050 წლისთვის პლანეტაზე ნარჩენების რაოდენობა 70%-ით გაიზრდება. თუ დღეს არ დავიწყებთ ნარჩენების დახარისხებას და ხელახლა გამოყენებას, მაშინ რამდენიმე ათწლეულში ჩვენი პლანეტა ერთ დიდ ნაგავსაყრელად გადაიქცევა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნაგვის დახარისხება?

  • დაუხარისხებელი ნაგავი არ გადამუშავდება და ლპება ნაგავსაყრელებზე, რითაც აბინძურებს დედამიწას და ოკეანეებს და კლავს ეკოსისტემებს. დაბინძურებული ნიადაგის აღდგენას ძალიან დიდი დრო სჭირდება – ზოგიერთ ნარჩენს რამდენიმე ასეული წელი სჭირდება მთლიანად დაშლისთვის. მაგალითად, პლასტმასის ჩანთას 100-200 წელი სჭირდება, ალუმინის ქილას – 500 წელი. ნარჩენების დახარისხება ხელს შეუწყობს მის უფრო რაციონალურად გამოყენებას: მათგან ნივთების ან ენერგიის წარმოებას პლანეტის დაზიანების გარეშე.
  • ნაგავსაყრელებზე ნარჩენებიც იწვება, რაც ზრდის მავნე ნივთიერებების გამომუშავებას, მათ შორის ნახშირორჟანგს, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროზე.
ნარჩენების დახარისხება განვითარებულ ქვეყნებში.

ნარჩენების დახარისხების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში არსებობს, არამედ მთელ მსოფლიოშიც. თითოეული სახელმწიფო ამ საკითხს სხვადასხვა გზით წყვეტს. თუმცა, პირველი პუნქტი, რომლითაც ყველგან დაიწყო ნარჩენებთან ბრძოლა, იყო ნაგვის დახარისხება, რომლის განხორციელებაც სწორედ მოქალაქეებზეა დამოკიდებული.