მაისის თოვლი, გაზის გარეშე დარჩენილი სოფლები და ხალხის უკმაყოფილება ნინოწმინდაში

მაისის თოვლი, გაზის გარეშე დარჩენილი სოფლები და ხალხის უკმაყოფილება ნინოწმინდაში

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, სამცხე-ჯავახეთში (კერძოდ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში), ზამთარი გრძელდება.

ერთ-ერთი ძირითად პრობლემა ასეთ დროს, ნინოწმინდის რიგ სოფლებში, ბუნებრივი აირის არარსებობაა.


ცნობისთვის:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი: ჟდანოვი, გორელოვკა, ორლოვკა, სამება, ეფრემოვკა, ვლადიმიროვკა, ახალი ხულგუმო და ფარავანი დღემდე არ არის გაზიფიცირებული.

გორელოვკის სასოფლო თემის მოსახლეობამ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით გაეყვანა სოფლებში გაზი, თუმცა რაიმე შედეგი ამას არ მოჰყოლია.

ბუნებრივი აირის არარსებობის გამო ამ სოფლების ხალხს სახლების გათბობა შეშით, წივითა და სხვა საწვავით უწევს. როგორც სოფელ ორლოვკაში ერთ-ერთმა მცხოვრებმა გვაცნობა, 5000 ლარი მხოლოდ შემოდგომით შეშის საყიდლად დახარჯა, – “წივასა და ქვანახშირზე, ხომ აღარაფერია სათქმელი. რაღაც პერიოდში გაზის გასაყვანად თემში ფულის შეგროვებაზე ლაპარაკობდნენ. სადღაც 1000-1200 ლარზე იყო საუბარი. მაგრამ ეს ინიციატივა არ განხორციელდა”, – გვიყვება ის.

დეტალები აუდიოჩანაწერში

Radio NOR · Նինոծմինդայի մայիսյան ձմեռը, չգազաֆիկացված գյուղերն ու բնակիչների բողոքը

ჩვენ დავუკავშირდით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს, ანივარდ მოსოიანს, რათა გაგვერკვია, იქნება თუ არა გაზიფიცირებული ზემოთ აღნიშნული სოფლები.

– “იმას, რაც მერიას მოეთხოვება, ჩვენ წერილობითი ფორმით ვასრულებთ. არაერთხელ გვაქვს მიწოდებული ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ. რაც შეეხება ხალხის ინიციატივას, უნდა მიემართათ კერძო კომპანიისთვის და, შესაბამისად, მიეღოთ პასუხი მათგან. თვითმმართველობას ამ შემთხვევაში, მხოლოდ შუამავლობა შეუძლია, რათა დოკუმენტები სწრაფად მომზადდეს და გადაეცეს მოსახლეობას”, – ხსნის მერი.

გაზიფიცირების საკითხი მერიის კომპეტენციაში არ შედის. ნინოწმინდაში ამ საქმეს კერძო კომპანია (SJGC) უძღვება. სახელმწიფოს აქვს საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა, სადაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი არ შედის.

“აგრეთვე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არის რეგიონები, რომლებიც 20-30%-ით არის გაზიფიცირებული, ჩვენი რეგიონი კი თითქმის 70-80%-ით. ამიტომ სახელმწიფო რეგიონების თანასწორ განვითარებაზე ზრუნავს. თუმცა გაზიფიცირება ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება”, – დასძინა მან.


იხილეთ ასევე: