ნინოწმინდაში კარტოფილის თესვა დაიწყო

ნინოწმინდაში კარტოფილის თესვა დაიწყო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კარტოფილის თესვა დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი ამისათვის ტექნიკას იყენებს, ზოგი კი ხელით თესავს.

სოფელ ყაურმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა რადიო NOR-ტან საუბრისას თქვა: “ხალხი სხვადასხვა რაოდენობით თესავს, არიან ისეთებიც, ვინც მიწასაც კი ყიდულობენ, რომ სათესლე კარტოფილი არ გადაყარონ. სასუქიც გაძვირდა ბოლო წლებში, ერთი ტომარის ფასი 70-დან 115 ლარამდე ღირს. 1 მეასედი ნაკვეთის კულტივაციისთვის ვიხდით 1,50 ლარს, დათესვისთვის კი 2 ლარს. თუ კარტოფილს ამუშავებ და რეგულარულად რწყავ, კარგ მოსავალსაც იღებ“.

მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ სათესლე კარტოფილის ფასი 30 თეთრიდან 1.20 ლარის შორის მერყეობს. დამოკიდებულია კარტოფილის ხარისხსა და ჯიშზე.

დეტალები აუდიო-ჩანაწერში.

Radio NOR · Նինոծմինդայի շրջանում մեկնարկել է կարտոֆիլի ցանքը