ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავზე, ნინოწმინდის მოსახლეობამ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს მემორიალთან ყვავილების მიტანისა და წუთიერი დუმილით .

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 1941-1945 წლების ომის დროს 30 000 ადამიანი ცხოვრობდა. აქედან 5000-ზე მეტი ომში წავიდა, საიდანაც მხოლოდ 2657 დაბრუნდა.

დღესდღეობით ნინოწმინდაში ვეტერანი აღარ არის. მუნიციპალიტეტში 7 ომის ვეტერანი ცხოვრობდა, რომლებიც წითელი ვარსკვლავის ორდენით იყვნენ დაჯილდოვებულნი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ორი მუზეუმი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი განყოფილებით – ქალაქ ნინოწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ალბერტ ისოიანის სახელობის სოფელ სათხეს ეთნოგრაფიული მუზეუმი.

თითქმის ყველა სოფელში და ქალაქ ნინოწმინდაში არის მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი ძეგლები, სადაც ყოველწლიურად 9 მაისს მოსახლეობა მიდის და პატივს სცემს 1941-1945 წლების ომში დაღუპულთა ხსოვნას.

დღეს 9 მაისი ნაციზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს, მას შემდეგ რაც გერმანიამ გამოაცხადა კაპიტულაცია, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი გამოცხადდა ფაშიზმზე გამარჯვების დღედ. მეორე მსოფლიო ომმა მძიმე კვალი დატოვა საქართველოზე – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

Radio NOR · В Ниноцминда отметили День победы