მოსახლეობის უყურადღებობამ ყოფილი სასწავლებლის ტერიტორიის განმეორებითი დატბორვა განაპირობა

მოსახლეობის უყურადღებობამ ყოფილი სასწავლებლის ტერიტორიის განმეორებითი დატბორვა განაპირობა

ნინოწმინდაში ყოფილი სასწავლებლის ტერიტორია 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ კვლავ დაიტბორა.

ქალაქში საკანალიზაციო და წყალსადენი სისტემების დიდი ნაწილი მოძველებულია, თუმცა ხალხი არ უფრთხილდება იმასაც, რაც კარგ მდგომარეობაში გვაქვს.

სიტუაცია აღნიშნულ ლოკაციაზე

გასულ წელს „გაერთიანებული წყალმომარაგების“ სამსახურმა მილების გაწმენდის სამუშაოები ჩაატარა. იმ დროს სამსახურის თანამშრომლებს 5 ჭის გაწმენდა მოუწიათ. „მოსახლეობა ბოროტად იყენებს კანალიზაციის სისტემას. მილები ნაკელით იყო სავსე. ეს მილები არის 200 მმ-იანი და ნაკელის გაყვანა მათი გამოყენებით არ შეიძლება, ამისათვის არსებობს 500 მმ-იანი მილები“, – ამბობდა სამსახურის უფროსი.

გამოჟონილი წყლის გამო მიმდებარე ტერიტორიებზე არასასიამოვნო სუნი დგას

ამჟამად ჯერ უცნობია, განმეორებითი დატბორვის მიზეზი, თუმცა რადიო NOR- დაუკავშირდა აღნიშნული სამსახურის უფროსს, არზუნ გოროიანს, რომელმაც გვითხრა, რომ ხვალ შეუდგებიან ამ საქმეს და გაარკვევენ საკანალიზაციო წყლის გაჟონვის მიზეზს და გადაჭრიან პრობლემას.

იხილეთ ასევე: