ქალაქ ნინოწმინდაში პუშკინის ქუჩის 49სა და 47ს შორის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
სარემონტო სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ასრულებს. ამ პროექტის ფარგლებში უნდა მოასფალტდეს აღნიშნული ეზო და კეცხოველისა და მეგობრობის ქუჩებს შორის არსებული გზის მონაკვეთი, რისთვისაც გამოყოფილია 515`660 ლარი.
ამ ეტაპზე ხსნიან ასფალტის ძველ საფარს, რის შემდეგაც შეუდგებიან ძირითადი სამუშოების განხორციელებას.
ამ ეტაპზე ქალაქში ტარდება შემდეგი ქუჩების მოასფალტების სამუშაოები: დერჟინსკი, ნინოშვილი, კაპუტიკიანი, თავისუფლების ქუჩაზე არსებული კორპუსების ეზოები, ჰოვსეფიანის ქუჩაზე არსებული კორპუსის ეზო და სხვ.
კომპანიის ინიციატივით დროებით ამოივსო ორმოები მუნიციპალიტეტის გზების ნაწილზე.
ჰოვსეფიანის ქუჩაზე და სათხე-განძანის გზაზე ამოვსებულია ორმოები, მაგრამ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. როგორც “ჯავახავტოგზა”-ს წარმომადგენელმა, გია ინასარიძემ გვითხრა, ორმოები დროებით ამოივსო, რათა გადაადგილებისას პრობლემები არ წარმოიქმნას, კაპიტალური რემონტის დაწყებამდე.
დეტალები აუდიო-ჩანაწერში