„პოსტსაბჭოთა პერიოდის გაბატონებულ ქართულ ეროვნულ ნარატივში ჯავახეთის სომხები მარგინალურ ჯგუფად ითვლება. ადგილობრივი მოსახლეობის მოტივები ძირითადად სეპარატიზმისა და ეთნიკური მობილიზაციის პრიზმაშია წარმოდგენილი და მიჩნეულია, რომ ეს ჯგუფი ეწინააღმდეგება და განცალკევებულია ქართული ეროვნული პროექტის ეთნიკური თუ სამოქალაქო ფორმით“. (ტივაძე, ეფაძე, 2023 წ.)
სომხურ დიასპორას საქართველოში დიდი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა არმენოფობიის პრობლემის წინაშე დგას. არმენოფობია, როგორც ეროვნული შეუწყნარებლობის ფორმა, გამოიხატება საქართველოში სომხური თემის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში და დისკრიმინაციაში.
ქართველებსა და სომხებს თანაცხოვრების დიდი ისტორია აქვთ. სომხები ცხოვრობენ აჭარის, ქვემო-ქართლის, აფხაზეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ცხოვრობს. თბილისელ სომხებთან შედარებით, ჯავახეთის სომხებს ნაკლები ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან, რამაც განაპირობა მათი გაუცხოება და დედაქალაქისგან დაშორება.
ქართველებსა და სომხებს შორის უნდობლობის გაჩენა автор: Mzisa Khmaladzeსაქართველოში არმენოფობიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სომხეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტების რთული ისტორიაა. ამ მოვლენებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ორი ეთნიკური ჯგუფის ურთიერთობაზე, რამაც გამოიწვია ეჭვები და სტერეოტიპები.
სომხები სეპარატისტები არიან – ეს არის მთავარი სტერეოტიპი ჯავახეთის სომხებთან მიმართებაში. აფხაზეთის ომის შემდეგ ტერიტორიების დაკარგვის შიში ამ მოსაზრებას ამყარებს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას განცხადების შემდეგ, „საქართველო ქართველებისთვის“, უმცირესობებში შიში ჩნდება. ქვეყნის მასშტაბით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქმნიან საკუთარ ნაციონალისტურ ფორმირებებს. შეიქმნა ორგანიზაცია „ჯავახკი“, რომლის მიზანი იყო რეგიონში სომხების უფლებების დაცვა, მაგრამ ამავე დროს მათი მხრიდან გამოითქვა ავტონომიის სურვილი.
გამსახურდიას შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს, ვითარება ნაწილობრივ შეიცვალა, მაგრამ ჯავახეთში კლანური სისტემა გაჩნდა. ამ პერიოდში ბევრი მცხოვრები მოკლებულია საარსებო წყაროს და სამუშაოს შოვნის შესაძლებლობებს, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან რუსეთში სეზონური სამუშაოებზე წავიდნენ, რომელიც ცნობილია როგორც “ხოპანი”.
ეს მდგომარეობა მხოლოდ აძლიერებს სეპარატიზმის შთაბეჭდილებას, რადგან რუსეთი უკვე აღიქმება მტრად. თბილისში ყალიბდება მოსაზრება, რომ ჯავახეთის მოსახლეობა რუსეთს უახლოვდება, ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს ვერ ხედავენ.
შევარდნაძის მმართველობის დროს პოზიტიური მოვლენა იყო ის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს მიეცათ უფლება ჰყავდეთ თარჯიმანი სასამართლო პროცესების დროს, ასევე შესაძლებლობა გამხდარიყვნენ საქართველოს მოქალაქეობა ენისა და ისტორიის ცოდნის გარეშე.
ვარდების რევოლუციის შემდეგ პროცესები ისევ იცვლება. ჯავახეთში იწყება ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონის შესახებ უკვე საუბრობენ ცენტრალურ მედიებში, მიმდინარეობს საგანმანათლებლო რეფორმები (ქართული ენის მომზადების პროგრამა, რომელიც შეიქმნა საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წელს, ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით). მაგრამ ჯავახეთში კვლავ რჩება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და კლანური სისტემა, იცვლება მხოლოდ ხალხი.
ამავდროულად, კარგი და ცუდი სომეხის გარჩევა იწყება. ჯავახეთის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რეგიონში მცხოვრებთა პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობენ, კვლავ სეპარატისტებად ითვლებიან. ეთნიკურ უმცირესობებს არ ეძლევათ საშუალება შექმნან ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მედია.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ პრობლემების ნაწილი გვარდება, მაგრამ მათ ცვლის სხვები. მკვლევარების აზრით, ხელისუფლება მოითხოვს ქართული ენის ცოდნას, მაგრამ ამისთვის საკმარის შესაძლებლობებს არ ქმნის. „ჩვენ გვაქვს პრობლემები განათლების სისტემაში. კერძოდ, სკოლებში ბევრი არაკვალიფიციური მასწავლებლის გამო, მოსწავლეები ქართულ ენას ისე ვერ სწავლობენ, როგორც საჭიროა. სკოლის დამთავრების შემდეგ მათ საშუალება აქვთ უნივერსიტეტში ისწავლონ ქართული 1+4 პროგრამით, თუმცა ეს პროგრამა უფასოა მხოლოდ 100 სომეხი და 100 აზერბაიჯანელი სტუდენტისთვის. რატომ უნდა იყოს სახელმწიფო ენის შესწავლა ფასიანი?“, – ამბობს მკვლევარი ქეთევან ეფაძე.
ბევრი პროგრამა იქმნება ქართული ენის შესასწავლად. უკვე 10 წელზე მეტია, რაც არსებობს ეთნიკური უმცირესობებისთვის 1+4 პროგრამა, რომელიც გულისხმობს მოსამზადებელ კურსს, სადაც ეთნიკური უმცირესობები მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარებით სწავლობენ სახელმწიფო ენას. ასევე არის სპეციალური სკოლები (მაგალითად, ზ. ჟვანიას სახელობის სკოლა), სადაც ქართულ ენას უფასოდ ასწავლიან. საბავშვო ბაღებში დაინერგა ორენოვანი განათლების პროგრამები, რათა ბავშვმა ადრეული ასაკიდან ისწავლოს სახელმწიფო ენაზე საუბარი.
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და ფონდი აწარმოებს ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ურთიერთგაგებასა და დიალოგს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ეს პროგრამები მოიცავს ვორქშოფებს, ტრენინგებს და კულტურულ გაცვლებს, რათა ახალგაზრდებმა ითანამშრომლონ და ცოდნა გაუზიარონ ერთმანეთს.
თუმცა, წლების შემდეგ, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის დროს, სომეხი თემი კვლავ აწყდება არმენოფობიას:
ჯავახეთში აჭარელი ეკომიგრანტების ჩასახლების შემდეგ ჩნდება ახალი კონფლიქტის გაღვივების შიში. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ მეგობრულად ხვდება და 20 წელზე მეტია მეგობრულად ცხოვრობენ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დავას თუ არ ჩავთვლით. როგორც მოსახლეობა განმარტავს, ეს დავები არ არის ეთნიკური ხასიათის.
ლევან ვანაძე 30 წელზე მეტია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში ცხოვრობს. ის ოჯახთან ერთად აჭარის რაიონის ხულოს მუნიციპალიტეტიდან ნინოწმინდაში გადავიდა საცხოვრებლად ნიადაგის მასიური ეროზიის გამო, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
როდესაც ოჯახი ნინოწმინდაში გადავიდა საცხოვრებლად, ადგილობრივებთან ურთიერთობა გაუჭირდათ. მათ არ ჰქონდათ საერთო ენა კომუნიკაციისთვის. ქართველთა უმეტესობამ რუსული ენა არ იცოდა, მაგრამ იყვნენ სომხები, ვინც იცოდა ქართული ენა (მაშინ ჯავახეთში ეს იშვიათი იყო). კომუნიკაცია დაიწყო. პატარა დასახლებაში მცხოვრები ორი ეთნიკური ჯგუფი თანდათან სწავლობდა ერთმანეთის ენებს. ახლა ისინი ერთად აღნიშნავენ სხვადასხვა დღესასწაულს და ახლო მეგობრებიც არიან.
როგორც თავად მცხოვრებლები ამბობენ, საჭიროა ერთმანეთთან კომუნიკაცია, გაცნობა და მერე აღარ იქნება სტერეოტიპები. სტერეოტიპები ყალიბდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ.