
27 მაისს ნინოწმინდის საფეხბურთო ნაკრებმა დუშეთში „მასტერლიგის“ ფეხბურთის ჩემპიონატის ფარგლებში პირველი მატჩი გამართა, სადაც თითოეულ გუნდს ჰყავს 6 მოთამაშე და 1 მეკარე.
ამის შესახებ მუნიციპალიტეტის სპორტის საკითხების სპეციალისტმა ვალერი ბროიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა. „მასტერლიგის ყველა თამაში დუშეთში გაიმართება. ჩვენს ჯგუფში 10 გუნდი თამაშობს: მცხეთა, თბილისის 2 გუნდი, კასპი, ერთი თურქული, დუშეთი, ბორჯომი და სხვა. 27 მაისს ჩვენი გუნდი მცხეთელებს დაუპირისპირდა და 4-3 მოიგო. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ფეხბურთის „მასტერლიგის“ ფედერაციამ ჩვენს ბიჭებს საფეხბურთო მაისურები აჩუქა“.
დეტალები ჩანაწერში.