მთელ საქართველოში ვრცელდება ცრუ განგაში ტერიტორიის დანაღმვაზე

მთელ საქართველოში ვრცელდება ცრუ განგაში ტერიტორიის დანაღმვაზე

აფეთქების საშიშროების გამო ცრუ განგაში დღეს მთელ საქართველოში ვრცელდება. ბევრი სავაჭრო ცენტრი და სხვა საჯარო დაწესებულება ოფიციალურ გვერდებზე წერს, რომ გარემოებების გარკვევამდე აჩერებენ მუშაობას.

თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი 08:12 საათისთვის ფეისბუქის გვერდზე წერდა:

„ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანხმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები“.

ორი საათის შემდეგ ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა იყო მიღებული, ყველა საჭირო სამუშაო დასრულებულია და შედგენილია ოქმი. სავაჭრო ცენტრი ხვალ 10:00 საათზე დაიწყებს მუშაობას.

იგივე ანონიმური შეტყობინებები მიიღეს გორი მოლმა, პატარა სავაჭრო ცენტრებმა, (ერთ-ერთია თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე), სასამართლოების შენობებში და ა.შ.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯერ არც შსს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ავრცელებენ.