ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ და პატარა ხანჩალის მცხოვრებლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს საძოვრების ნაკლებობის საკითხით.
6 ივნისს 40-მდე ადამიანმა ზემოაღნიშნული სოფლებიდან მერიის ეზოში შეიკრიბა. მათთან მერი – ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე – ვაჰან აროიანი და პარლამენტის დეპუტატი სუმბატ კიურეღიანი გამოვიდნენ, რათა მოსახლეობის კითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხი გაეცათ.
ხალხის სიტყვებით, საძოვრები, რომლებსაც იყენებდნენ აუქციონზე გაიყიდა და ახლა აქ ცხვრები ძოვენ ბალახს. ხოლო მსხვილფეხა პირუტყვისთვის ადგილი აღარ არის. საუბარია 70 ჰეკტარის საძოვარზე. მიწები სამი წლით არის გადაცემული.
“მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას ვეწევით, თუმცა პირუტყვისთვის ადგილი არ არის. ჩვენც გვინდა ცხოვრება, თითოეულ ჩვენგანს მინიმუმ 5 ძროხა ჰყავს. გვინდა, რომ ეს საკითხები მოგვარდეს და ჩვენი მიწები დაგვიბრუნონ. როგორ უნდა ვიცხოვროთ და გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, თუ მიწა არ გვაქვს”, – ჩივის ხალხი.
როგორც ისინი ამატებენ, გაცემულ ტერიტორიებზე დარჩა პირუტყვის სასმელი წყლის ადგილები, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იქნა აშენებული. ამით სარგებლობა ახლა შეუძლებელია.
ახლა სოფლების მცხოვრებლები ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მერიასა და გუბერნიაში განაცხადი შეიტანონ.
სიტუაციის კომენტირებისას მერმა ანივარდ მოსოიანმა განმარტა, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე გაფორმდა ხელშეკრულება მიწის გადაცემაზე. ხოლო როცა 2019 წელს კონტრაქტი ამოიწურა, მიწა თავისუფალი გახდა. პირი, რომელიც საძოვრების ამ მონაკვეთზე მიწით უკანონოდ სარგებლობს, დაჯარიმდება.
„მას შემდეგ, რაც ქონების მართვის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ ამ მიწების აუქციონზე შეძენა, მიმართეს მერიას სახელმწიფო მიწით სარგებლობის ნებართვის მისაღებად. სოფლის მოსახლეობა ახლა იმ მიწების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს სოფელს ეკუთვნოდა.
“იმის გასარკვევად, არის თუ არა რეალურად ამ ტერიტორიაზე მიწა, რომელზეც მოსახლეობა საუბრობს, აუქციონის წესით დაკავებული, ადგილზე გავაგზავნით სპეციალისტებს და გავარკვევთ. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ამ ტერიტორიაზე პირუტყვის სასმელი თასები დარჩა, მაგრამ ეს ასე არ არის. სასმელები განლაგებულია გაყიდული ტერიტორიიდან 15 მეტრის დაშორებით. ეს დაადასტურეს ექსპერტებმა.”, – ამბობს მერი.
შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ მერია სპეციალისტებთან და მოსახლეობასთან ერთად საძოვრებზე გაემგზავრება, სადაც მოსახლეობა საზღვარს აჩვენებს, მერია კი ქონების მართვის სააგენტოს მიმართავს ახალი შესაბამისი ნახაზის შედგენისა და პრობლემის მოსაგვარებლად მცხოვრებლების სასარგებლოდ.
დეტალები ვიდეო მასალაში.