რადიო NOR-ი მედიის მხრიდან დარღვევების შესახებ საჩივრების მისაღებად მედია-ომბუდსმენს ნიშნავს

რადიო NOR-ი მედიის მხრიდან დარღვევების შესახებ საჩივრების მისაღებად მედია-ომბუდსმენს ნიშნავს

მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ხშირად უჭირს იმის გაგება, თუ რა უნდა გააკეთოს და სად მიმართოს, როდესაც აღმოაჩენს მედიის მიერ შეცდომებს ან დარღვევებს. ITP პროექტის მეშვეობით რადიო NOR ახალ ნაბიჯს დგამს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ევროპული ქვეყნების, კერძოდ შვედეთის გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც მედია ომბუდსმენი მუშაობს, დამოუკიდებელი წარმომადგენელი ინიშნება, რომელიც მიიღებს მცხოვრებლებისგან საჩივრებს მედია ორგანიზაციების მხრიდან მიკერძოებულობისა და დარღვევების შესახებ. ახლა ეს მეთოდი მუშაობს რადიო NOR-ში.

მედია-ომბუდსმენი ასრულებს შუამავლის როლს მოსახლეობასა და მედიას შორის. მისი მთავარი ამოცანაა მედიის სამუშაოში გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა საზოგადოების ინტერესების დასაცავად.

იგი განიხილავს საჩივრებს, შეაგროვებს მტკიცებულებებს და გასცემს რეკომენდაციებს პროცესებისა და პრაქტიკების გასაუმჯობესებლად მედიაორგანიზაციებში.

რადიო NOR-ის მიერ შემოთავაზებული ეს მექანიზმი მოსახლეობას აძლევს საშუალებას აქტიურად იმოქმედონ რეგიონში ჟურნალისტიკის ხარისხზე. ახლა მათ შეუძლიათ მიმართონ მედია-ომბუდსმენს თუ აწყდებიან არაზუსტ და მიკერძოებულ ინფორმაციას, ასევე ეთიკური ნორმების დარღვევას.

საჩივრები შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ასპექტებთან, როგორიცაა მცდარი ფაქტები, არასწორი ციტირება, არასწორი წარმოდგენა, კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევა, ფაქტების არასაკმარისი შემოწმება და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. მედიაომბუდსმენი თითოეულ მიმართვას ყურადღებით და ობიექტურად განიხილავს.

ნინოწმინდის მოსახლეობასთან ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა. უმრავლესობამ არ იცოდა, თუ სად უნდა მიემართა დარღვევების აღმოჩენის დროს. ბევრი მათგანი იმასაც ამბობდა, რომ გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რადგან სამართლიანობა არ არის, გარდა ამისა არავის აქვს დრო, რომელსაც ამაზე დახარჯავს.

რადიო NOR-ში მედია-ომბუდსმენად შეირჩა კონსტანტინ სტალინსკი, რომელიც მიიღებს საჩივრებს არასწორ ფაქტებთან, ციტირებასთან, კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევასთან, ფაქტების არასაკმარის შემოწმებასთან და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევასთან დაკავშირებით.

ამისათვის მოსახლეობას შეუძლია დაუკავშირდეს მას ტელეფონის ნომერზე (599 54 38 72) ან გააგზავნოს წერილობითი განცხადება შემდეგ მისამართზე: Stalinsky.k@gmail.com ან სოციალურ ქსელში Twitter: https://twitter.com/StalinskyK.

მედიაომბუდსმენის, კოსტანტინ სტალინსკის თქმით, მედიის თავისუფლების ომბუდსმენი არის დამოუკიდებელი შუამავალი საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს შორის. მისი მთავარი ამოცანაა მედიაში მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მედიაგარემოში გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა.

მედია ომბუდსმენს შეუძლია დაეხმაროს მედია გარემოში გამჭვირვალობის გაუმჯობესებას რადიო NOR-ისგან თავისი საქმიანობის, დაფინანსებისა და სარედაქციო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. მედია ომბუდსმენს შეუძლია დაეხმაროს ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების ამაღლებას. მას შეუძლია ხელმძღვანელობა და რჩევა შესთავაზოს მედია ორგანიზაციებს მათი მასალის ეთიკის, სიზუსტის, ბალანსისა და დამოუკიდებლობის შესახებ. ეს გააუმჯობესებს საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ხარისხს.

ეს ყველაფერი იქნება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიხედვით. ეს არის პრინციპებისა და სტანდარტების ნაკრები, რომლითაც ჟურნალისტები თავიანთ პროფესიულ საქმიანობისას ხელმძღვანელობენ. ქარტია განსაზღვრავს ეთიკურ პრინციპებს, რომლებიც ჟურნალისტებს ეხმარება, წარმოადგინონ ინფორმაცია ზუსტად, ობიექტურად და ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემით.

დეტალურად ჩვენს აუდიო მასალაში

Radio NOR · Радио NOR вводит медиа-омбудсмена для принятия жалоб на ошибки и нарушения