მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების დაფინანსების პროგრამა

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების დაფინანსების პროგრამა

მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობა.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარების/აღჭურვილობის შესყიდვა/ინსტალაცია და შენობა-ნაგებობების მშენებლობა/რემონტი) შესყიდვას/შექმნას და წარმოებისთვის საჭირო სპეციალიზებული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსებას. თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.

პოტენციური ბენეფიციარი, რომლის ასაკი სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს: მამაკაცების შემთხვევაში – 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალების შემთხვევაში, 18-დან 40 წლის ჩათვლით, ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის თანადაფინანსება შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს. განაცხადით წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.

განაცხადების მიღება დაიწყება 20 ივნისიდან დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ნინოწმინდის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს ან იხილეთ ინფორმაცია სოფლის განვითარების გვერდზე rda.gov.ge