ნინოწმინდაში საზაფხულო მუსიკალური საღამო, გამოფენა-გაყიდვა და საბავშო შოუ გაიმართება

ნინოწმინდაში საზაფხულო მუსიკალური საღამო, გამოფენა-გაყიდვა და საბავშო შოუ გაიმართება

ნინოწმინდაში, კულტურის ცენტრის ეზოში, 24 ივნისს გაიმართება მუსიკალური საღამო.

კონცერტი გაიმართება ღია ცის ქვეშ, სადაც, როგორც მერია ავრცელებს, ზუკა ხუციშვილი ბენდით, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები მუსიკალური ნომრებით გამოვლენ. გარდა კონცერტისა გაიმართება ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, ზღაპრის გმირებისა და სახალისო თამაშების შოუ-პროგრამა და ქაფის შოუ ბავშვებისთვის.

ამის შესახებ რადიო NOR-ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი, ლევონ ვარდანიანი ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, გამოფენაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, საჭიროა მხოლოდ აღნიშნულ სამსახურში წინასწარ მიმართვა.

დეტალები აუდიოჩანაწერში

Radio NOR · მუსიკალური საღამო, გამოფენა-გაყიდვა და საბავშო შოუ პროგრამა 24 ივნისს ნინოწმინდაში