რასთანაა დაკავშრებული საწვავის ფასების ზრდა? – ინტერვიუ ექსპერტთან

რასთანაა დაკავშრებული საწვავის ფასების ზრდა? – ინტერვიუ ექსპერტთან

ნინოწმინდაში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავს სხვადასხვა ფასი აქვს. “რეგულარ”-ის ფასი, რომელიც ბოლო დროს 2.09 ლარს შეადგენდა, 20-30 თეთრით კვლავ გაძვირდა.

19 ივნისს მდგომარეობით საწვავის ფასები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: “პრემიუმის” ფასები 2.55-დან – 2.68-მდე მერყეობს; ევრო რეგულარი 2.35-დან 2.40-მდე; დიზელის ფასი 2.65-დან – 2.84-მდე; ხოლო ევრო დიზელი – 2.70-დან – 3.03-მდე.

ფასების მატების შესახებ ჩვენ გავესაუბრეთ ექსპერტ ანალიტიკოსს ვახტანგ მგელაძეს.

„დიზელის საწვავის ფასის ზრდა დაკავშირებულია მსოფლიოში ფასების ზრდასთან. გლობალურ ბაზარზე ფასები ამჟამად მცირდება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ეს ამ დონეზე. 2 კვირაა საჭირო იმისათვის, რომ ფასების ცვლილება ჩვენთანაც იგრძნობოდეს. კერძო კომპანიებს დიზელის საწვავი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვთ და ცხადია, ფასებიც განსხვავებული იქნება“, – ამბობს ექსპერტი.

დეტალები აუდიო ჩანაწერში

Radio NOR · Ինչի՞ հետ են կապված դիզվառելիքի գների բարձրացումը. Փորձագետի կարծիքը