ახალგაზრდა მოჭიდავე სოფელ განძიდან, არშაკ ლულუკიანი აგრძელებს წარმატებულ სპორტულ კარიერას საერთაშორისო შეჯიბრებებზე მედლების მოპოვებით.
15-17 ივნისის პერიოდში ალბანეთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც არშაკმა საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ წარმატებას 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში მიაღწია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2023 წელს საერთაშორისო ჩემპიონატებზე არშაკისთვის ეს უკვე მეორე გამარჯვება იყო. მისი ნიჭი, ოსტატობა და გამძლეობა შეუმჩნეველი არ რჩება თავისუფალი სტილით ჭიდაობის სამყაროში.
არშაკ ლულუკიანის ბაბუამ მადლიერება გამოუცხადა როგორც სპორტსმენის მწვრთნელს, ასევე თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციას, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალგაზრდა სპორტსმენს.
არშაკ ლულუკიანი სოფელ განძის შოთა რუსთაველის სახელობის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. უკვე 6 წელია, რაც სპორტულ ცხოვრებაშია. ამ დროის მანძილზე ის არა მხოლოდ ადგილობრივ და ეროვნულ შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას, არამედ საერთაშორისო ტურნირებშიც, სადაც საპრიზო ადგილებს იკავებდა. მისი შრომისმოყვარეობა და სპორტისადმი ერთგულება და მუდმივი განვითარება წარმატების მიღწევის საფუძველი გახდა.
დღეს სოფელ განძაში სპორტული გმირის ახალი გამარჯვება აღნიშნეს. თანასოფლელები სიამაყითა და სიხარულით დახვდნენ არშაკს, პატივი მიაგეს მას და კიდევ ერთი მიღწევა მიულოცეს.