მეგობრობის ქუჩის მოასფალტება – უთანხმოება და მოსახლეობის მოთხოვნები

მეგობრობის ქუჩის მოასფალტება – უთანხმოება და მოსახლეობის მოთხოვნები

Რადიო NOR-ის მიერ Მეგობრობის ქუჩის მოასფალტების სამუშაოების, ადგილობრივების მოთხოვნებისა და არსებული პრობლემების შესახებ არაერთხელ იქნა გაშუქებული ინფორმაცია. Მიუხედავად იმისა, რომ აქ მცხოვრებ ხალხს არ უნდოდა ქუჩის მოასფალტება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, სამუშაოები მაინც შესრულდა. 

ამჟამად უამინდობის გამო მუშაობის პროცესი შეჩერებულია, თუმცა მანამდე ტარდებოდა ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. 

Რატომ იყო ამ ქუჩის მოსახლეობა მოასფალტების წინააღმდეგი?

Მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოასფალტებამდე საჭიროა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა საკანალიზაციო სისტემისა და სადრენაჟო არხების მოწყობა. ქუჩაზე ამჟამად არ არის გაყვანილი საკანალიზაციო სისტემა, რაც სირთულეებს უქმნის ადგილობრივებს. Ზოგ მათგანს კანალიზაცია მიერთებული აქვს მეზობლის სისტემასთან, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი, რადგან სისტემა იხუფება, მეზობლებს შორის კი კონფლიქტები ჩნდება. 

Გარდა ამისა წვიმისა და მდნარი თოვლის წყალი ჩაედინება მოსახლეობის ეზოებსა და სარდაფებში. ნალექი იმდენად დიდი ოდენობითაა, რომ არც კი იწრიწება. მოსახლეობა ამ პრობლემას სადრენაჟო არხების არარსებობას უკავშირებს. Ასფალტის დაგების შედეგად, გზის დონე ამაღლდა, რამაც გამოიწვია ეზოების უფრო მასიური დატბორვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სადრენაჟო არხები სანამ არ იქნება, ეს პრობლემა არ მოვარდება. 

Ქუჩის მცხოვრებლების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ქუჩის მთლიანად მოასფალტებაც. ედუარდ აღჯოიანი, მეგობრობის ქუჩის მკვიდრია და მესაკუთრე იმ სახლისა, სადამდეც ასფალტი არ გადის. Როგორც მერიაში რამდენიმე კვირის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო NOR-ს უპასუხეს, პრობლემა იმაშია, რომ ქუჩის იმ ნაწილზე, სადაც ასფალტის დაგება არაა დაგეგმილი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვის კედელია აშენებული, რის გამოც სამუშაოების ჩატარება აქ ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. 

Თუმცა აღჯოიანი ამბობს, რომ მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს ასფალტის დაგებას. “Თუ საჭირო იქნება კედლის მოხნსა, ამას გავაკეთებთ, მთავარია მოასფალტდეს ქუჩის ეს მონაკვეთიც. ახლა იმის გამო, რომ ასფალტის დაგების შემდეგ ქუჩის მეორე ნაწილი ამაღლდა, წვიმის წყალი ჩვენს მხარეზე გროვდება. Ადრე ასეთ პრობლემას ჩვენ არ ვაწყდებოდით, რადგან, სახლი შედარებით აღმართზე მდებარეობს”, – გვეუნება ის. 

Ამ საკითხებთან დაკავშირებით ქუჩის მცხოვრებლებმა წერილობითი განცხადებით მიმართეს მერიას 20 აპრილს, შემდეგ კი 24 აპრილს. Პირველი წერილის შემთხვევაში მათ პასუხად მიიღეს, რომ მოთხოვნაზე ყურადღება გამახვილდებოდა, ხოლო მეორე წერილის პასუხი იყო ის, რომ კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა პასუხისმგებელი.  

ამის შემდეგ, 31 მაისს, მცხოვრებლებმა კვლავ გამოითხოვეს უფრო დეტალური პასუხი მერიისგან. გიზიარებთ მიღებული პასუხის დოკუმენტს. 

დოკუმენტის თანახმად, მეგობრობის ქუჩის მოასფალტება პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის ბოლომდე. საქართველოს საკადასტრო რუკაზე თუ მოვნიშნავთ სახლს, რომლისკენაც არ არის გზა მოასფალტებული, დავინახავთ, რომ იგი ოფიციალურად  მდებარეობს მეგობრობის ქუჩაზე. Მეგობრობის ქუჩა მთლიანად 500 მეტრია, აქედან 237 ახლა მოასფალტდა, დარჩენილი 63 მეტრი კი არაა მოასფალტებული, სადაც შედის აღნიშNული მისამართიც.

როგორც გავიგეთ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისგან, პროექტში არ არის გათვალისწინებული სადრენაჟო არხების მოწყობა. ამისათვის საჭიროა ცალკე პროექტის შედგენა.

იმაზე, თუ რამდენად სწორია ასფალტის დაგება მაშინ, როდესაც საკანალიზაციო სისტემა არ არის გაყვანილი, ჩვენ გავესაუბრეთ ინჟინერსა და მშენებელს, დავით კუკავას, რომელმაც გვიპასუხა, რომ ამის გაკეთება არ არის მისაღები.

ჩვენ ასევე გავესაუბრეთ სოცკარ ფუთულიანს, სამოქალაქო აქტივისტსა და ჩარენცის ქუჩის მცხოვრებს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარალელური ქუჩის (მეგობრობის) მეზობლებს ეხმარებოდნენ მოასფლატების სამუშაოების შემდეგ გაჩენილი დაზიანებებისა და ხარვეზების გამოსწორებაში.

კერძოდ, ერთ-ერთი მკვიდრის, მავთულის ღობე იყო დაზიანებული და დაგრეხილი. გარდა ამისა, ამავე ადამიანის ეზოში, გზის ამაღლების შემდეგ წყალი ჩაედინებოდა, რის გამოც ღობის ირგვლივ მეზობლებმა მიწა დაყარეს.

უფრო დეტალურად ამის შესახებ ჩვენს აუდიო მასალაში.

Radio NOR · Соцкар Путулян о проблеме улиц Чаренца и Мегоброба