ნინოწმინდაში საკანალიზაციო ხუფების საკითხი მეორდება

ნინოწმინდაში საკანალიზაციო ხუფების საკითხი მეორდება

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საკანალიზაციო ჭის პრობლემა ამჯერად ქალაქ ნინოწმინდის პუშკინის ქუჩას შეეხო.

უკვე რამდენიმე კვირაა რაც ეს ხუფი დაზიანებულია. მანქანების სიმძიმის გამო კი თანდათან იძირება. ამჟამად ის ჩასულია მიწის ქვეშ 10-15 სმ-ით, რაც ხელს უშლის ავტომობილებსა და ქვეითებს გადაადგილებაში.

როგორც ფოტოზე ხედავთ, ხუფი იმდენად არის ჩაძირული, რომ ასფალტის ქვემოთ მყოფი ფენაც კი ჩანს.

 ამ საკითხთან დაკავშირებით დაველაპარაკეთ ნინოწმინდის წყალმომარაგეობის უფროსს, არზუნ გოროიანს, რომელმაც ახსენა, რომ ასეთი ავარიული ხუფები ქალაქის სხვადასხვა ქუჩაში არსებობს. წყალმომარაგეობის სამსახურმა მოითხოვა მასალა, რომლითაც ისინი შეაკეთებენ ხუფებს უახლოეს მომავალში.