“მოგვეცით მეცხოველეობით დაკავების საშუალება” – ს. ფოკის მოსახლეობა

“მოგვეცით მეცხოველეობით დაკავების საშუალება” – ს. ფოკის მოსახლეობა

დღეს, 11 მაისს, ს. ფოკის მოსახლეობამ ნინოწმინდის მერიას მიმართა. ისინი ჩივიან იმაზე, რომ საძოვრებისკენ მიმავალი გზა მითვისებულია.

როგორც მოსახლეობა ამბობს, ყოველწლიურად საძოვრების ტერიტორია მცირდება და მეცხოველეობით დაკავება უკვე შეუძლებელი ხდება. საძოვრამდე გზა და ტყის სარტყელი სოფელ ფოკას მკვიდრის მიერაა დაკავებული.

ფოკის მოსახლეობისთვის ცხოვრების ერთადერთ წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. “რა ვქნათ, ჩვენ მეცხოველეობით ვართ დაკავებული და ახლა იმის შესაძლებლობაც არ გვაქვს, რომ პირუტყვი საძოვრებზე გავუშვათ.”

მათივე თქმით, ყოველწლიურად სოფლის სოფლის ზოგიერთი მაცხოვრებელი ყოველწლიურად უკანონოდ ადიდებს ტერიტორიებს სოფლის საძოვრების ხარჯზე და ხვნიან მიწას, რაც თავის მხრივ ამცირებს საძოვრების ფართობს“.

შეხვედრაზე მერმა ანივარდ მოსოიანმა მოსახლეობას განუმარტა, რომ ეს ტერიტორია არ არის კერძო საკუთრება, ეს ტერიტორია სატყეო მეურნეობას ეკუთვნის და არავის აქვს უფლება შემოღობოს ან ააშენოს. მერმა ურჩია მათ წერილობით მიმართონ სატყეო მეურნეობას ან პარლამენტის დეპუტატებს ზომების მისაღებად.

ამის შესახებ დაწვრილებით სოფელ ფოკას მცხოვრებლებმა გვითხრეს.

Radio NOR · Дайте возможность заниматься животноводством – жители села Пока