ნინოწმინდაში თვითნებურად მოწყობილია სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი

ნინოწმინდაში თვითნებურად მოწყობილია სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი

2021 წლის დეკემბერში ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობა ქალაქში, ნორაშენის ნაწილში, მიმოფანტული სამშენებლო ნარჩენების გამო ჩიოდა.

ნინოწმინდის ნორაშენის ნაწილში დაუდგენელმა პირებმა დიდი რაოდენობით ნაგავი დაყარეს

იმ დროს ამ საკითხის მოსაგვარებლად ჩვენ მივმართეთ მერიას და საქალაქო სამსახურს, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია ამის შესახებ, რადგან ამ ტერიტორიის ერთი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაა, მეორე კი კერძო.

მონიშნული ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა და უნდა გამოიყენებოდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

ამჯერად ამ საკითხის მოსაგვარებლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მივმართეთ, საიდანაც ველოდებით პასუხს და შესაბამის ზომებს.

ასეთია სიტუაცია ამ ეტაპზე ნორაშენის ნაწილში

ჯარიმები ნაგვის დაყრისთვის

  • ქუჩაში 2 კგ-მდე ნარჩენის დაყრა – 80 ლარი, ხოლო შენობის ფანჯრიდან – 100 ლარი;
  • 2 კგ-ზე მეტი ნარჩენის ქუჩაში გადაყრა – 150 ლარი, ხოლო ფანჯრიდან – 500 ლარი;
  • ხუთი და მეტი საბურავის დაყრისთვის – 500 ლარი;
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 400 ლარია, იურიდიული პირებისთვის კი 1 ათასი ლარი.