ნინოწმინდელი ახალგაზრდები “ახალგაზრდობის ევროპული წლისთვის” მიძღვნილ კონფერენციაზე

ნინოწმინდელი ახალგაზრდები “ახალგაზრდობის ევროპული წლისთვის” მიძღვნილ კონფერენციაზე

2022 წლის 16 მაისს გაიმართა კონფერენცია თემაზე „ახალგაზრდების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“, რომელიც ევროკავშირისა და ორგანიზაცია CENN-ის მიერ განხორცელდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ნინოწმინდის ახალგაზრდებიც.

კონფერენცია მიზნად ისახავდა „ახალგაზრდობის ევროპულ წელთან“ დაკავშირებით ახალგაზრდა სოციალური მეწარმეებისთვისა და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის სივრცის შექმნას, საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენას, ასევე პანელური დისკუსიის მოწყობას ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების, გამოცდილებებისა და მოხალისეობის თემაზე.

პანელური დისკუსიის ფორმატში განათლების, დასაქემების, მეწარმეობისა და სხვა თემების განხილვა მოხდა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და აქტიური ახალგაზრდები საქართველოს რეგიონებიდან.

ნინოწმინდელი ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქის განვითარებაში, კონფერენიცაზე იყვნენ წარმოდგენილნი. მათი ისტორიები ბანერებზე იყო გამოფენილი. ისინი განიხილავდენენ ქალაქში სოციალური და მწვანე მეწარმეობის მნიშვნელობას, გამოწვევებს, რომლებსაც ისინი აწყდებოდნენ, ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი და სხვ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან ჩამოსული. ძალიან მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, თუ რა როლის შესრულება შეუძლიათ ახალგაზრდებს საზოგადოების განვითარებაში და მათი ჩართულობა განვიხილოთ არა გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ უპირველეს ყოვლისა აწმყოში. ჩვენ სწორედ ამაში ვდებთ ინვესტიციას და ახალგაზრდობის ევროპული წლის და ამ იზანიც ეს არის, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, იყვნენ ცვლილებების მონაწილე არა მხოლოდ მომავალში, არამედ დღესვე.“ – აღნიშნა კატალინ გერმანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ თავის მისასალმებელ სიტყვაში.

ფოტოები ორგანიზაცია CENN-ისგან