ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს ხვდება

ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს ხვდება

უკვე ორი დღეა, რაც ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ამომრჩევლებს ხვდება.

პროგრამა „საუბრები ამომრჩევლებთან“ ფარგლებში, ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია ქალაქსა და სოფელ დიდ ხანჩალის მოსახლეობას შეხვდა.

კომისიის თავმჯდომარის სეირან კიურეღიანის თქმით, კომისიის თანამშრომლებმა გაავრცელეს ინფორმაცია არჩევნების, ძირითადი წესების, ტექნოლოგიების შესახებ, როგორ და სად მოიძიონ ინფორმაცია, რომელ უბანზე არიან რეგისტრირებული და ა.შ.

„ჩვენ მოსახლეობას დავურიგეთ საინფორმაციო ბუკლეტები, ვესაუბრეთ ამომრჩევლებს, მოვისმინეთ მათი კითხვები და ვუპასუხეთ მათ“, – ამბობს სეირან კიურეღიანი.