ნინოწმინდაში ე.წ. “ხაჩქარის” გახსნითი ღონისძიება გაიმართა

ნინოწმინდაში ე.წ. “ხაჩქარის” გახსნითი ღონისძიება გაიმართა

11 ივლისს, ქალაქ ნინოწმინდაში, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „რაფაელ ჯავახქის“ ეზოში “ხაჩქარის” გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ღირსი ვარდაპეტ ტერ ნშან ჰმაიაკიანის და მღვდელ ტერ არმაშ პოღოსიანის თაოსნობით ხაჩქარის კურთხევის სამახსოვრო ცერემონია გაიმართა.

ხაჩქარი ძმები არმენ და თათულ ღარსლიანების ინიციატივითა და დაფინანსებით აშენდა. მისი მოქანდაკე კი არა კარსლიანია.

ძეგლის გახსნის ცერემონიალი სტუმრების დიდი რაოდენობით გაიმართა. საზეიმო ცერემონიაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ქალაქის მოსახლეობაც მონაწილეობდა.

როგორც ქველმოქმედმა არმენ ღარსლიანმა აღნიშნა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა როგორც თანამემამულე ოჯახის წევრებისთვის, ასევე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. ეს ხაჩქარიწინაპრების პატივსაცემად არის დაყენებული. “ეს არის არა მხოლოდ თევან და არევაკ ღარსლიანების ბაბუაჩემის და ბებიის ხსოვნა, არამედ ყველა ჩვენი წინაპრის, ვინც მოვიდა და დააარსა ეს ადგილი“.

როგორც ქანდაკების ავტორმა არა კარსლიანმა აღნიშნა, სამმეტრიანი ბაზალტის ხაჩქარი ერთ წელიწადში გაკეთდა.

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის “რაფაელ ჯავახის” ბავშვებმა მოამზადეს კონცერტი, სადაც ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

Radio NOR · В городе Ниноцминда состоялось открытие Хачкара