მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ნინოწმინდაში სამშენებლო სამუშაოებს დააკვირდა

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ნინოწმინდაში სამშენებლო სამუშაოებს დააკვირდა

დღეს, 12 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ქალაქის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა.

მათ მოინახულეს “ჰაიოს-ქართლოსისა” და ცენტრალური პარკები, ნინოწმინდის კულტურის ცენტრის ტერიტორია, ასევე ბავშვთა სახლის ეზოში ახლად აშენებული მინი-სტადიონი. ვიზიტის მიზანი იყო სამუშაოების მიმდინარეობის შემოწმება, ასევე დამატებითი რეკომენდაციების გაცემა.

ქალაქის მერის თქმით, „ჰაიოს-ქართლოსის“ პარკი წელს დასრულდება, ხოლო ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია მომავალ წელს. მინი სტადიონი უკვე მზადაა გამოსაყენებლად. მინი სტადიონების მშენებლობა მუნიციპალიტეტის კიდევ სამ ლოკაციაზე იგეგმება: ქალაქის ნორაშენის ნაწილში, სოფ. მამზარა და დიდ გონდურაში.

„კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას უპრობლემოდ ჩავატაროთ სამუშაოები. ვიმედოვნებთ, რომ წელს დაგეგმილი ყველა სამშენებლო სამუშაო წარმატებით დასრულდება.” – განაცხადა ქალაქის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

Radio NOR · Руководство муниципалитета провело мониторинг строительных работ в Ниноцминда