ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გორელოვკასა და გონდურაში, რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობას მობილური საკონსულტაციო ლაბორატორიის ფუნქციები გააცნეს.
სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სერვისებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები, მობილური კონსულტაციის ფარგლებში, ყოველკვირეულად აწყობენ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, აცნობენ მიმდინარე პროგრამებს და აძლევენ რჩევებს აგროინდუსტრიული კომპლექსის საკითხებზე.
სოფლებში ფერმერებთან საველე შეხვედრების დროს გაეცნენ ლაბორატორიის ფუნქციას, ანალიზი ჩაუტარეს რამდენიმე წყაროდან მოტანილ წყალს (მარილიანობის დადგენის მიზნით).
სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა ლიანა თედორაძემ კარტოფილისა და ფოთლის დიაგნოსტიკა ჩაატარა და გაუწია აგრონომიული კონსულტაციები.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა მერაბ ნასყიდაშვილმა ვეტერინარიის მიმართულებაზე კონსულტაციები გასცა. მათ ასევე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.