სოფელ პატარა არაქალში ნანატრი ასფალტი დააგეს

სოფელ პატარა არაქალში ნანატრი ასფალტი დააგეს

სოფელ პატარა არაქალში დაიწყეს ნანატრი ასფალტის დაგების სამუშაოები.

სოფელ დიდი და პატარა არაქალის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისთვის თანხა იყო გამოყოფილი მუნიციპალური ბიუჯეტიდან. იყო გამოცხადებული 1 090 297 ლარის ოდენობის თანხის ტენდერი სოფელ დიდი და პატარა არაქალის გზების მოასფალტებისთვის, ასევე ს. პატარა გონდრიო-ყულალისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “ჯავახავტოგზამ”, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს 903 903 ლარად.

დიდი და პატარა არაქალის დამაკავშირებელი გზა ძალიან პრობლემური იყო. პატარა არაქალში შესვლისას მანქანებს უნდა გადაელახათ ციცაბო დაღმართი და აღმართი, რაც განსაკუთრებით რთული იყო ზამთარში. გზების საფარი ხრეშისა და გრუნტისგან შედგებოდა, რის გამოც წვიმის დროს გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო. ტაქსისტები ხშირად უარს ამბობდნენ ამ სოფელში ჩასვლაზე, სწორედ გზების გამო. გზის ამ მონაკვეთზე გავლა კი მხოლოდ სოფელში მცხოვრებ გამოცდილ მძღოლებს შეეძლოთ.

პატარა არაქალის ძველი გზა
პატარა არაქალის ახალი გზა

ასფალტი დაიგება დიდი არაქალის ცენტრიდან პატარა არაქალის ეკლესიამდე. საერთო მანძილი შეადგენს 1083 მეტრს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს კომპანია “ჯავახავტოგზა”, რომელიც წლებია ამგვარ სამუშაოებს ასრულებს.

იხილეთ ასევე: