ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ბოლო პერიოდი საბიუჯეტო პროცესებითაა დაინტერესებული. თუმცა ხალხი ამბობს, რომ ისინი არ არიან ინფორმირებულნი, მაგალითად იმის შესახებ, თუ როდის ტარდება საკრებულოს სხდომები, ან როდის დგინდება ბიუჯეტი, სწორედ ამიტომ ისინი არ იღებენ მონაწილეობას სხდომებზე. მათივე სიტყვებით, კარგი იქნებოდა, თუ ამის შესახებ ინფორმაცია არა მხოლოდ მერიის და საკრებულოს განცხადებების დაფაზე, არამედ სოციალურ ქსელებშიც გამოქვეყნდებოდა.
მოსახლეობა ასევე აღნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განცხადების შეტანა ან საკითხის დაყენება მერიას ან საკრებულოში, საჭიროა თუ არა რაიმე კონკრეტული დოკუმენტაცია, წერილობითი განცხადება, პეტიცია და ა.შ.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი სრბუი სანამიანი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას ყველანაირად აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება მერიაში, საკრებულოში, შეხვედრებზე, კულტურულ ღონისძიებებზე და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. რა ხერხებით აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას?
საკრებულოში საკითხის განსახილველად საჭიროა, რომ თავდაპირველად წერილობითი განაცხადი ან არსებული ბლანკი შეივსოს, რის შემდეგაც უახლოეს სხდომაზე განიხილება ეს საკითხი.
დეტალები ჩვენს აუდიო-ჩანაწერში
იხილეთ ასევე: