როდის დაიწყება გორელოვკისა და ორლოვკის გაზიფიცირება

როდის დაიწყება გორელოვკისა და ორლოვკის გაზიფიცირება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 31 სოფელია. ამ დროისთვის 8 მათგანი არ არის გაზიფიცირებული.

2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარია გათვალისწინებული სოფლების გორელოვკასა და ორლოვკას გაზიფიკაციისთვის.

SJGC-ის დირექტორის თქმით, ორი სოფლის ორლოვკასა და გორელოვკას გაზიფიცირების პროექტი უკვე მზადაა, პროექტის ღირებულება 600 000 ლარია. ეს მხოლოდ ცენტრალური ხაზის თანხაა, ნინოწმინდიდან სოფელ გორელოვკამდე.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ პროექტზე მუშაობენ, რათა სწრაფად გადაწყვიტონ, როგორ და რა გზით განხორციელდება სოფლების გაზიფიცირება.

აღსანიშნავია, რომ გაზსადენი ხაზი სოფელ ეშტიიდან სათხე-ნინოწმინდა-ორლოვკა-გორელოვკის მიმართულებით უნდა გაიყვანონ. თანხის ნაწილი გამოყოფილია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ნაწილი კი SJGC ბუნებრივი აირის კომპანიისგან.

ის 8 სოფელი, რომელიც არ არის გაზიფიცირებული, ზღვის დონიდან 1980-2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მოსახლეობისთვისაც მთავარ პრობლემას სწორედ ეს წარმოადგენს.

სოფელ ჟდანოვაკანის მოსახლეობა უკვე 8 წელზე მეტია ბუნებრივი აირის შემოყვანას ელის. ისედაც რთული ზამთარი, უფრო რთულდება ბუნებრივი აირის არქონის გამო.