კარლ მარქსის შესახვევის საკანალიზაციო ჭაში ქვები ცვივა

კარლ მარქსის შესახვევის საკანალიზაციო ჭაში ქვები ცვივა

ქალაქ ნინოწმინდის კარლ მარქსის შესახვევზე საკანალიზაციო ჭა განადგურების პირასაა.

რამდენიმე თვის წინ რადიო NOR-მა ამ ჭის სავალალო მდგომარეობის შესახებ გაცნობათ, თუმცა თანდათან ის უფრო მეტად ზიანდება. მოსახლეობის სიტყვებით, ღამით შეიძლება ვერ დაინახო და ჭაში ჩავარდე. გარდა ამისა ქუჩაში უსიამოვნო სუნი დგას. მიწა და ქვები ჭაში ცვივა, რაც მის დაბინძურებას იწვევს.

როგორც ქუჩაში მცხოვრები ხალხი ამბობს, ყველაფერი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მოხდა. მოსახლეობამ ქაღალდის ნაკუწებით დაფარა დაზიანებული ნაწილი, რათა ქვა არ ჩაცვივდეს და სუნიც არ გავრცელდეს.

იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ როგორ მოგვარდებოდა ეს საკითხი, ჩვენ “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სამსახურის ნინოწმინდის განყოფილების უფროს არზუნ გოროიანს დაველაპარაკეთ, რომელმაც გვითხრა, რომ 5 ჭისთვის სახურავები აქვთ შეკვეთილი. კარლ მარქსის შესახვევის ჭების შესახებ მათ არ იცოდნენ. “როგორც კი გავიგეთ, მაშინვე შევამოწმეთ.” – ამბობს არზუნ გოროიანი. მისივე თქმით ორ დღეში ეს პრობლემა მოგვარდება.

იხილეთ ასევე: