ნინოწმინდაში სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დაიწყო

ნინოწმინდაში სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დაიწყო

დღეს, 4 ოქტომბერს, ქალაქ ნინოწმინდის “ჭოჭაშენის” მინი სტადიონზე სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დაიწყო.

ტურნირში მუნიციპალიტეტის 20 სკოლა მონაწილეობს.

ჩვენთან საუბარში სპორტის სპეციალისტი ვალერი ბდოიანმა თქვა: “ჩემპიონატი 2 დღე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ კარგია ასეთი ღონისძიებების ჩატარება, რათა ახალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩავუნერგოთ. გამარჯვებულ გუნდებს დავაჯილდოვებთ. ის გუნდი, რომელიც პირველ ადგილზე გავა, მერიის მხრიდან თასსაც მიიღებს”.

დეტალები ჩვენს აუდიო რეპორტაჟში.

Radio NOR · Նինոծմինդայում մեկնարկեց մինի ֆուտբոլի դպրոցականների մրցաշարը