ვაქცინაციის სარგებლის გარდა სხვა არაფერი მინახავს – გორელოვკის მკვიდრი

ვაქცინაციის სარგებლის გარდა სხვა არაფერი მინახავს – გორელოვკის მკვიდრი

როგორც მთელ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც, COVID 19-ის დროს მოსახლეობაში იყო შიში და გაურკვევლობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკას მაცხოვრებლების თქმით, ვაქცინის გამოჩენის შემდეგ სკოლის მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები დასაწყისშივე აცრილები იყვნენ, რადგან დანარჩენებს ეშინოდათ.

ამის შესახებ რადიოსადგურ NOR-ს გორელოვკას მკვიდრმა ლეილი მარკოსიანმა განუცხადა. „კოვიდი გლობალური კატასტროფა იყო ეკონომიკისთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ძალიან დიდი დანაკარგები გვქონდა, განსაკუთრებით ხანდაზმულებსა და ავადმყოფებში. ავადმყოფობის შემდეგ ყნოსვა დავკარგე 8 თვით, მაგრამ ვაქცინაციის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო, ამიტომაც ყველას ვურჩევ აცრას. გორელოვკაში უმეტესობა ცრუ ფაქტებს მიჰყვებოდა, ეშინოდათ, მაგრამ მაინც უმეტესობას აცრა ჩაუტარდა, ზოგი სამსახურის არდაკარგვის გამო აიცრა, ზოგი კი ჯანმრთელობაზე ფიქრობდა“.

„ფაიზერის ვაქცინით ჩამიტარდა აცრა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან სარგებლის გარდა სხვა ჯერ არაფერი მინახავს“, – ამბობს მარკოსიანი.

დეტალები აუდიოჩანაწერში.

Radio NOR · Պատվաստվելը բացի օգուտից ոչ մի վնաս չի տալիս. Գորելովկայի բնակիչ